სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
სოფელი გეგუთი
                      ვარციხჰესების საჯარო სკოლა
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის ორგანიზება და მათში 
                                   მონაწილეობა
მონაწილე მასწავლებლის ნინო ედიბერიძის რეფლექსია
             მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ   წინსვლას 
სხვა დამატებით აქტივობებთან ერთად ხელს უწყობს" კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების
ორგანიზება და მათში მონაწილეობა." 2018–19 სასწავლო წლის I სემესტრში,როგორც
მონაწილე მასწავლებელი,ჩავერთე               ამ აქტივობაში,რომელსაც ორგანიზება გაუწია უფროსმა
მასწავლებელმა დოდო ხობელიამ.
           ორგანიზატორი
მასწავლებლის მიერ დაიგეგმა სამი სამუშაო შეხვედრა,რომელიც ეხებოდა შემდეგ თემებს:
     1.ბლოგი
და მისი გამოყენება;                                                    
     2.ფაილების ატვირთვა ბლოგზე და ბმულების გაკეთება;
     3.პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე გაშლილი ფორმით;
         შეხვედრების მიზანი იყო ბლოგის მნიშვნელობის წარმოჩენა
და მასზე მუშაობის უნარ–ჩვევების განვითარება,რადგან ბლოგი არის თვითგამოხატვისა და
მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის აღნუსხვის საუკეთესო საშუალება.
           შეხვედრებისათვის
შერჩეული საკითხების ცოდნა აუცილებელია ყველა პედაგოგისათვის.მუშაობის პროცესში შევძელი
საკუთარი ბლოგის შექმნა,ბლოგზე პოსტების დამატება,სურათების ჩასმა.დავხვეწე ელექტრონულ
ფოსტაში მუშაობის უნარ–ჩვევები.ჩემთვის საინტერესო იყო ფაილების ატვირთვა დრაივზე,რადგან
მასზე ინფორმაციის შენახვა უსაფრთხო და მოსახერხებელია. ასევე მნიშვნელოვანია პრეზენტაციის
წარდგენა აუდიტორიის წინაშე და მათი გამოქვეყნება გაშლილი ფორმით.
       პირველი 
სამუშაო შეხვედრა გაიმართა 5.10.2018 წელს,შეხვედრის მიზანი იყო ბლოგის მნიშვნელობის
წარმოჩენა,ახალი ბლოგის შექმნა,მისთვის დიზაინის შერჩევა და გვერდების ჩამატება.
       მეორე შეხვედრა გაიმართა 22.10.2018  სასწავლო წელს.იგი მოიცავდა ისეთ საკითხებს,როგორიცაა
ელექტრონულ ფოსტაში მუშაობა,დრაივზე ფაილებისა და საქაღალდეების ატვირთვა.
       მესამე შეხვედრა შედგა 09.11.2018  წელს,შეხვედრის მიზანი იყო  გამოგვექვეყნებინა პრეზენტაციები ბლოგზე გაშლილი
ფორმით და აგვეტვირთა პორტფოლიო .
      შეხვედრებში მონაწილეობამ გააღრმავა ჩემი ცოდნა
ისტ–ის გამოყენების მხრივ,რომელსაც აუცილებლად დავნერგავ  პრაქტიკაში.ორგანიზატორი მასავლებლისგან მიღებული
რჩევებისა და შეხვედრებში მონაწილეთა მიერ გამოცდილების ურთიერთგაზიარების შემდეგ  მე ადვილად შევძლებ ჩემს ბლოგზე ინფორმაციის გამოქვეყნებას,განახლებას
და მკითხველებისაგან უკუკავშირის მიღებას. ხშირად ჩავერთვები ასეთ საინტერესო და შედეგის
მომცემ შეხვედრებში.
          ბლოგის დათვალიერება შეგიძლიათ ლინკზე გადასვლით:  
              https://
ninoediberidze.blogspot.com                        
Комментариев нет:
Отправить комментарий