პროექტი #1 რეკლამის შექმნა


პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება
ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციები
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით
 ნ.დუმბაძის"მე,ბეია,ილიკო და ილარიონი" წაკითხვისა და  ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა დაინახეს სხვაობა რომანსა და ფილმის სცენარს შორის,აღნიშნეს,რომ ფილმში წიგნიდან ბევრი რამ არ არის ჩასმული.გაეცნენ ფილმის გადაღების ისტორიასაც.გაუჩნდათ ინტერესი ამ კუთხით დაემუშავებინათ სხვა ნაწარმოებებიც.ერთობლივად დავგეგმეთ პროექტი"ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციები."
3.პროექტის აქტუალობა
მოსწავლეების უმრავლესობას  ნაკლებად აქვს ინტერესი წიგნის კითხვისადმი,არ ინტერესდებიან კლასგარეშე ლიტერატურით.
4.პროექტის მიზნები
მოსწავლეებს შევაყვაროთ კითხვა,განუვითაროთ კვლევა–ძიების უნარი
5.მონაწილეთა ასაკი
13–14 წელი
6.ვადები,ხანგრძლივობა
2 თვე
6.მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტები,რც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციებს წაკითხული ტექსტებისა და ფილმების შესახებ,შექმნიან კედლის გაზეთს,წარმოადგენენ ინსცენირებას  ფილმებად ქცეული ნაწარმოებებიდან.
7.პრექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
მხატვრული ნაწარმოებების ტექსტები,ელექტრონული რესურსები,თაბახის ფურცლები,კალამი,პროექტორი,ფორმატი,მარკერები
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
1.მასწავლებელი მოსწავლეებს მიუთითებს რომელი ნაწარმოებები  უნდა წაიკითხონ.ისინი ეტაბობრივად კითხულობენ ტექსტებს,ნახულობენ მასზე გადაღებულ ფილმებს,ამზადებენ პრეზენტაციებს.
2.ქმნიან კედლის გაზეთს
3.ტექსტების დამუშავების პროცესშივე ამზადებენ ინსცენირებას  
10.საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
  ქართ.VII.7 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება–გაანალიზება,მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
   ქართ.VII.8. მოსწავლე აფასებს ტექსტს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით(მაგალითად,ისიამოვნა თუ არა მხატვრული ნაწარმოების კითხვით).
  ქართ.VII.10. მოიძიებს საჭირო ინფორმაციას მისთვის საინტერესო თემებზე  სხვადასხვა წყაროდან.
  ქართ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.
   ქართ.VIII.13.მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისთვის.
ქართ.VII.11. მოსწავლე წერს წერილს სკოლის გაზეთისთვის.
ქართ.VI.7. მოსწავლე უდარებს წაკითხულ ნაწარმოებს მის ეკრანიზებულ და თეატრალურ ვერსიებს.

11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
ნინო ედიბერიძე
12.ხელმძღვანელის ელფოსტა
nino.ediberidze@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი
ninoediberidze.blogspot.com



Комментариев нет:

Отправить комментарий